Sunday, March 22, 2015

მეორე მოდულის რეფლექსია


  ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვებისა და შეფასების ფორმების გამოყენება.
    რაც შეეხება დღევანდელ დღეს, კმაყოფილი ვარ. საინტერესო და დატვირთული დღე გვქონდა. განვიხილეთ პროექტის შეფასების რუბრიკები, სტრატეგიები.
      მადლობა ქალბატონო ნანა. 

Saturday, October 10, 2009

მოცარტი



პროექტის სახელი: ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ცხოვრება და მოღვაწეობა
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან მოცარტის შემოქმედებას და მის ბიოგრაფიას.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს მოცარტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.ავსტრიელი კომპოზიტორის შემოქმედება - მისი ნაწარმოებები უმნიშვნელოვანესია მუსიკალური სამყაროსათვის.მოსწავლეები განიხილავენ მოცარტის დროინდელ ეპოქას. მისი მუსიკალური ნაწარმოებების მოსაძიებლად გამოიყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს(კომპიუტერს, მუსიკალურ ცენტრს, დივიდს, საჭირო ლიტერატურას, დისკებს, ინტერნეტს...)
მოსწავლეთა ასაკი: 9 – 10 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 1 – 2 თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები: მოსწავლეები გაანალიზებენ და მოისმენენ მის ნაწარმოებებს: ,,ჯადოსნურ ფლეიტას“, ,,ფიგაროს ქორწინებას“, ,,დონ - ჟუანს“, სიმფონიებს, რექვიემს. მოსმენილის შესახებ გადმოსცემენ საკუთარ აზრს, შთაბეჭდილებას. მოამზადებენ პრეზენტაციას და განათავსებენ ვებგვერდზე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ბლოგის შექმნა, მისი შემოქმედების ამსახველი ვებ გალერეა. მოეწყობა მისი ბიოგრაფიული ფოტო მასალების ჩვენება. ასევე პროექტორით ნაჩვენები იქნება ფილმი - ,,ამადეუსი“. მოსწავლეთა მიერ მომზადებული პრეზენტაციები განთავსდება ვებ საიტზე.
სარგებელი სხვებისთვის: შეიქმნება მოცარტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ვებ-გვერდი. გაკვეთილზე მოსმენილი იქნება მოსწავლეთა მიერ მოძიებული ნაწარმოებების მოსმენა.მოსწავლეები კიდევ ერთხელ განსაზღვრავენ მოცარტის როლს ხელოვნების სამყაროში. ასევე კათედრაზე დაიდება მზა მასალა მოცარტის შემოქმედების შესახებ.
სამუშაო ენა: ქართული ენა.
პროექტის ფასილიტატორი: მარინა ბაბუნაშვილი
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: m.babunashvili6@gmail.com

ჩემი პორტფოლიო:
"ხმაურიანი ქალაქი" (გაკვეთილის გეგმა)