Saturday, October 10, 2009

მოცარტი



პროექტის სახელი: ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ცხოვრება და მოღვაწეობა
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან მოცარტის შემოქმედებას და მის ბიოგრაფიას.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს მოცარტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.ავსტრიელი კომპოზიტორის შემოქმედება - მისი ნაწარმოებები უმნიშვნელოვანესია მუსიკალური სამყაროსათვის.მოსწავლეები განიხილავენ მოცარტის დროინდელ ეპოქას. მისი მუსიკალური ნაწარმოებების მოსაძიებლად გამოიყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს(კომპიუტერს, მუსიკალურ ცენტრს, დივიდს, საჭირო ლიტერატურას, დისკებს, ინტერნეტს...)
მოსწავლეთა ასაკი: 9 – 10 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 1 – 2 თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები: მოსწავლეები გაანალიზებენ და მოისმენენ მის ნაწარმოებებს: ,,ჯადოსნურ ფლეიტას“, ,,ფიგაროს ქორწინებას“, ,,დონ - ჟუანს“, სიმფონიებს, რექვიემს. მოსმენილის შესახებ გადმოსცემენ საკუთარ აზრს, შთაბეჭდილებას. მოამზადებენ პრეზენტაციას და განათავსებენ ვებგვერდზე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ბლოგის შექმნა, მისი შემოქმედების ამსახველი ვებ გალერეა. მოეწყობა მისი ბიოგრაფიული ფოტო მასალების ჩვენება. ასევე პროექტორით ნაჩვენები იქნება ფილმი - ,,ამადეუსი“. მოსწავლეთა მიერ მომზადებული პრეზენტაციები განთავსდება ვებ საიტზე.
სარგებელი სხვებისთვის: შეიქმნება მოცარტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ვებ-გვერდი. გაკვეთილზე მოსმენილი იქნება მოსწავლეთა მიერ მოძიებული ნაწარმოებების მოსმენა.მოსწავლეები კიდევ ერთხელ განსაზღვრავენ მოცარტის როლს ხელოვნების სამყაროში. ასევე კათედრაზე დაიდება მზა მასალა მოცარტის შემოქმედების შესახებ.
სამუშაო ენა: ქართული ენა.
პროექტის ფასილიტატორი: მარინა ბაბუნაშვილი
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: m.babunashvili6@gmail.com

ჩემი პორტფოლიო:
"ხმაურიანი ქალაქი" (გაკვეთილის გეგმა)

2 comments:

  1. დიდი მადლობა შეფასებისთვის და კეთილი სურვილებისთვის. პატივისცემით მარინა.

    ReplyDelete